Nvidia
Nvidia Corporation (/ɪnˈvɪdiə/ in-VID-eeə)[1] (უფრო მეტად ცნობილი, როგორც Nvidia, სტილიზებული როგორც NVIDIA, nVIDIA ან nvidia) — ტექნოლოგიების ამერიკული კომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს სანტა-კლარაში (კალიფორნია). იგი აწარმოებს გრაფიკის დამუშავების ერთეულებს (GPU) თამაშებისთვის, კრიპტოვალუტისთვის და პროფესიონალური ბაზრებისთვის, როგორიც არის SoC-ები მობილური კომპიუტერები და საავტომობილო ბაზარი. მისი ძირითადი პროდუქტია „GeForce“, Advanced Micro Devices-ის (AMD) „Radeon“-ის კონკურენტი. ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში Nvidia-მ პოზიციები გაამყარა Shield Portable-ის, Shield Tablet-ის და Shield Android TV-ის შექმნით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაარსება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Nvidia 1993 წლის 5 აპრილს[2][3][4], ჯენსენ ჰუანგმა, კრის მალახოვსკიმ და კარტის პრიემმა დაარსა, სან ხოსეში, დენისის სწრაფი კვების ობიქტში.[5][6][7][8]
იმ დროისთვის მალახოვსკი და პრიემი Sun Microsystems-ში მუშაობდნენ, უკმაყოფილოები იყვნენ კომპანიის მმართველობით და სიახლეს ეძებდნენ. მათგან განსხვავებით ჰუანგი ყოყმანობდა[9], რადგან დეპარტამენტს ფლობდა LSI Logic-ში[6] და არ სურდა გუნდის დატოვება. კომპანიის თანადამფუძვნებლები განიხილავდნენ ვიდეოთამაშებისა და მულტიმედიური ბაზრის მომავლის ხედვებს, რამაც ჰუანგი დაარწმუნა LSI logic-ი დაეტოვებინა და ახალ სტარტაპში გენერალურ დირექტორად გადასულიყო.[6]
თანადამფუძვნებლების სამომავლო ხედვა სამ განზომილებიანი გრაფიკის გამოთვლები იყო, რაც მათივე აზრით, საუკეთესო მიმართულება იქნებოდა ზოგადი დანიშნულების გამოთვლითი მეთოდების გამოწვევის თავიდან ასარიდებლად.[9] ჰუანგმა მოგვიანებით განმარტა:„ჩვენ ასევე შევნიშნეთ, რომ ვიდეო თამაშები, გამოთვლითი თვალსაზრისით ერთ-ერთი ურთულესი ამოცანაა და გაყიდვების წარმოუდგენლად მაღალი მოთხოვნა ექნება. ეს ორი პირობა ერთად ძალიან იშვიათად გვხვდება. ვიდეო თამაშები იყო ჩვენი წამყვანი პროდუქტი, დიდ ბაზარზე გასასვლელად, რაც ამავდროულად დააფინანსებდა უზარმაზარ კვლევებს მასშტაბური გამოთვლითი პრობლემების გადასაჭრელად.“[9]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Nvidia“ ვიკისაწყობში.- ოფიციალური საიტი
- Nvidia.com - დრაივერების ჩამოსატვირთი საიტი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Nvidia: The Way It's Meant To Be Played YouTube-ზე
- ↑ Company Info. Nvidia.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 1, 2018. ციტირების თარიღი: November 9, 2010
- ↑ Jensen Huang: Executive Profile & Biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 22, 2018. ციტირების თარიღი: June 21, 2018
- ↑ Huang, Jen-Hsun. Articles of Incorporation of NVidia Corporation. California Secretary of State (April 5, 1993). ციტირების თარიღი: October 11, 2024
- ↑ Tilley, Aaron (November 30, 2016). „The New Intel: How Nvidia Went From Powering Video Games To Revolutionizing Artificial Intelligence“. Forbes. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 14, 2023. ციტირების თარიღი: March 14, 2023. This article was written by a Forbes staff member and was published in the December 19, 2016, issue of Forbes magazine.
- 1 2 3 Witt, Stephen (November 27, 2023). „How Jensen Huang's Nvidia Is Powering the A.I. Revolution“. The New Yorker. ციტირების თარიღი: December 5, 2023.
- ↑ Whitaker, Bill (April 28, 2024). „Meet Nvidia CEO Jensen Huang, the man behind the $2 trillion company powering today's artificial intelligence“. 60 Minutes. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 19, 2024. ციტირების თარიღი: June 19, 2024.
- ↑ Kim, Tae (2024) The Nvidia Way: Jensen Huang and the Making of a Tech Giant. New York: W.W. Norton & Company, გვ. 37. ISBN 978-1324086710.
- 1 2 3 Nusca, Andrew. (November 16, 2017) This Man Is Leading an AI Revolution in Silicon Valley—And He's Just Getting Started. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 16, 2017. ციტირების თარიღი: November 28, 2017